კობი ბრაიანტი და იაო მინი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას
კობი ბრაიანტი და იაო მინი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ხუთგზის ჩემპიონი კობი ბრაიანტი 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება ფიბას პრეს-სამსახური.

ცერემონიაში მოსალოდნელია გამოჩენილი ჩინელი კალათბურთელის, იაო მინის მონაწილეობაც. კენჭისყრა 16 მარტს შენჟენში ჩატარდება. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 31 მარტიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ჩინეთი უმასპინძლებს. ამ მომენტისთვის ტურნირის 18 მონაწილიდან 14 უკვე ცნობილია.

ამ ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე, 2020 წლის ოლიმპიადის მონაწილე შვიდი გუნდი გამოვლინდება, ასევე 16 გუნდი, რომელიც ოლიმპიადის შესარჩევში მიიღებს მონაწილეობას.