კობი ბრაიანტი 41 წლის გახდა
კობი ბრაიანტი 41 წლის გახდა

ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი კობი ბინ ბრაიანტი 1978 წლის 23 აგვისტოს, ფილადელფიაში დაიბადა.

ბრაიანტი 1996 წელს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) დრაფტზე მე-16 ნომრად „შარლოტ ჰორნეტსმა“ აირჩია, მაგრამ იგი იმ ზაფხულშივე „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა.

კარიერის მანძილზე, კობიმ „ლეიკერსის“ რიგებში ხუთი ჩემპიონის ტიტული მოიგო. აგრეთვე, იგი ორჯერ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის და ოთხჯერ ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული.