კობახიძე „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს - პრეზენტაცია შეკრების შემდეგ
კობახიძე „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს - პრეზენტაცია შეკრების შემდეგ

სანდრო კობახიძე თბილისის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს – ინფორმაცია პირველ არხს კლუბში დაუდასტურეს.

კობახიძემ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც ზოგადად კონტრაქტის გაფორმებამდე ხდება. მაგრამ „ლოკომოტივი“ ახალწვეულებს თურქული შეკრების შემდეგ წარადგენს.

კობახიძის მსგავსი გამოცდილების მქონე მოთამაშე არა მხოლოდ „ლოკომოტივში“, ეროვნულ ლიგაშიც თითქმის არ არის.

სანდრო ახლო წარსულამდე საქართველოს ნაკრებში 12 წელი (2010-2018) თამაშობდა, სადაც 35 შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. კარიერა თბილისის „საპრტაკში“ დაიწყო, მერე იყო თბილისის „დინამო“, ხოლო 2008 წლიდან უკრაინის ერთ-ერთ ლიდერ დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ მიიწვიეს. ბოლოს ამ კლუბში სამართლამემკვიდრე „დნიპრო 1“-ში გამოდიოდა.