კობა ხაბაზი - მიშას პატიმრობის 22-ე დღე ნიშნავს, რომ რაღაცა დავაკელით, ეს ჩვენი სირცხვილია და სირცხვილი უნდა ჩამოვიწმინდოთ
კობა ხაბაზი - მიშას პატიმრობის 22-ე დღე ნიშნავს, რომ რაღაცა დავაკელით, ეს ჩვენი სირცხვილია და სირცხვილი უნდა ჩამოვიწმინდოთ

​მიშას პატიმრობის 22-ე დღე ნიშნავს, რომ რაღაცა დავაკელით, ეს ჩვენი სირცხვილია და სირცხვილი უნდა ჩამოვიწმინდოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„შიმშილობის 22-ე დღე.

მხოლოდ ქოცებს ნუ დავაბრალებთ.

ეს ჩემი სირცხვილია.

ეს ჩვენი სირცხვილია.

ნუ ვიმართლებთ თავს, მიშას პატიმრობის 22-ე დღე ნიშნავს, რომ რაღაცა დავაკელით, ბოლომდე არ დავიხარჯეთ.

დიახ ეს ჩვენი სირცხვილია და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვიწმინდოთ.

ვერავინ დამაჯერებს, რომ თითოეულ ჩვენგანს არ ჰყავს ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ანგარიშს გაუწევს. მოკიდეთ ხელი ასეთ ადამიანს, წაიყვანეთ უბანში და სთხოვეთ რომ ხმა საქართველოს თავისუფლებას მისცეს, მიშას თავისუფლებას მისცეს.

ეს პირველი ნაბიჯი იქნება, მეორე ნაბიჯი კი ყველანი რუსთაველზე, ნუ დაველოდებით ლიდერების მოწოდებას, დავდგეთ ყველა ერთად მიშას თავისუფლებისთვის.

სირცხვილს მხოლოდ ასე ჩამოვიწმენდთ!“ – წერს „ფეისბუქში“ კობა ხაბაზი.