კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის
კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის

კობა დავითაშვილი მთაწმინდის ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნები მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, იგი ღიად უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და პოლიტიკაში ახალი კონსერვატიული ძალების მოყვანას შეუწყობს ხელს.

მთაწმინდის ოლქში, რომლის მაჟორიტარიც სალომე ზურაბიშვილი იყო, პარლამენტის შუალედური არჩევნები 2019 წლის მაისში გაიმართება.