კლუბში საუბრობენ, რომ მამარდაშვილი მალე კურტუას დონეს გაუტოლდება - ესპანურმა გამოცემამ ქართველ მეკარეს ინტერვიუ ჩამოართვა #1TVSPORT
კლუბში საუბრობენ, რომ მამარდაშვილი მალე კურტუას დონეს გაუტოლდება - ესპანურმა გამოცემამ ქართველ მეკარეს ინტერვიუ ჩამოართვა #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა batzine-მა ინტერვიუ ჩამოართვა გიორგი მამარდაშვილს, სადაც აქცენტი ახალგაზრდა ქართველი მეკარის პროგრესზე გაამახვილა.

გიორგი მამარდაშვილი – „ვალენსიაში“ არც ასაკს აქვს მნიშვნელობა და არც სახელს, სანამ თამაშობ

„როდესაც გიორგი მამარდაშვილი (რომელსაც კლუბში სიყვარულით „მამას“ ეძახიან). შაბათ-კვირას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტიბო კურტუას გმირობის მოწმე გახდა, ალბათ ფიქრობდა იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო კოპა დელ რეის ფინალში ერთი თვის წინ. კურტუას მსგავსად, მამარდაშვილიც მატჩის განმავლობაში იკავებდა თავს, რამდენიმე გამორჩეული სეივი შეასრულა „რეალ ბეტისთან“, რათა თამაში დამატებით დროში და შემდეგ პენალტებში გადაეზარდა. როცა „ბეტისის“ კაპიტან ხოაკინთან პირისპირ იდგა, მამარდაშვილმა კუთხე სწორად გამოიცნო. მან ესპანელი ვეტერანის დარტყმაზე რეაგირება მოახერხა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რადგან ბურთი ბადეში გავიდა. სწორედ ასეთი შანსებით წყდება თასის ფინალის ბედი“, – წერს გამოცემა.

„ეს დიდი იმედგაცრუება იყო. ძალიან მნიშვნელოვანი პენალტის მოგერიებასთან ახლოს ვიყავი. ამიტომ ეს წარუმატებელი მომენტი იყო“, – ამბობს მამარდაშვილი.

ორმეტრიანი ახალგაზრდის თასის ფინალი სეზონში გარღვევისთვის კიდევ ერთი ეტაპი იყო: „რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ ჩემი ზოგიერთი პირადი მომენტით (თამაშში), მაგრამ კიდევ უფრო ვიამაყებ, თუ თამაში მოვიგებთ“.

40 წლის ხოაკინი მასზე თითქმის ორჯერ უფროსია. ვუყურებთ, როგორი მშვიდია მამარდაშვილი, მოაქვს თუ არა სიმამაცე მის მცირე ასაკს? ქართველისთვის ასაკი მხოლოდ რიცხვია: „ვფიქრობ, რომ „ვალენსიაში“ასაკს ან სახელს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მაღალ დონეზე თამაშობ“.

მართლაც, დამსახურებულად დაწინაურება, როგორც ჩანს, ხოსე ბორდალასის მუშაობის მეთოდია. მამარდაშვილი გასულ ზაფხულს რეზერვებში „დინამო თბილისიდან“ დაიმატეს – 3,7 მილიონიანი საქართველოს 1,1 მილიონიანი დედაქალაქის გუნდიდან, რომელიც ვალენსიიდან 5000 კილომეტრში მდებარეობს. მამარდაშვილმაც იპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, როდესაც მის გარშემო მყოფი ორი გიგანტი, იასპერ სილესენი და ჟაუმ დომენეკი დაშავდნენ. მოულოდნელად წარმატებულმა დებიუტმა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ, პირველივე თამაშის შემდეგ კვირის საუკეთესო მეკარის სტატუსი მოუტანა.

მისი სწრაფი „ფრენა“ გაგრძელდა. მამარდაშვილის საერთაშორისო დებიუტი შედგა ბულგარეთის წინააღმდეგ სექტემბერში, 3-ჯერ ლა ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიპოვა და პირველობისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელ სილესენს გადაასწრო. ეს თასის ფინალში კარგი გამოსვლით დაასრულა: „ძალიან მადლიერი ვარ, რომ პირველ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა. მჯერა, რომ ჩემი შრომისმოყვარეობა და თავდადება შენიშნა მწვრთნელმა, რომელიც ჩემს მიმართ სრულ ნდობას გამოხატავდა“.

მან პირადად მიაღწია წარმატებას, მაგრამ მამარდაშვილს სურს, რომ წარმატებული გუნდიც იყოს: „ეს საკმაოდ რთული სეზონი იყო ბევრი პრობლემით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთ თამაშიც შეგვეძლო”.

„მომავალი ნათელია. ახლა გუნდთან სრულფასოვანი კონტრაქტი აკავშირებს და არის იმედი, რომ ის დიდხანს დარჩება „მესტალიაზე“, რათა თავისი უდავო პოტენციალი გამოავლინოს. ზოგიერთი კლუბში ამბობენ კიდეც, რომ მამარდაშვილის ოსტატობა და უნარები ოდესმე ტიბო კურტუას დონეს გაუტოლდება. გასაკვირია, რომ ორივე ერთნაირი სიმაღლისაა და ორივე მარცხენა ფეხს იყენებს, მაგრამ მართლა რას მიაღწევს მამარდაშვილი, თუ წინსვლას ასე გააგრძელებს?“ – წერს ესპანური გამოცემა.