კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „რეალი“ და „ალ-აინი“ ითამაშებენ
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში „რეალი“ და „ალ-აინი“ ითამაშებენ

კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ფინალისტი მადრიდის „რეალი“ გახდა. „სამეფო კლუბმა“ იოლად აზიის ჩემპიონი, იაპონიის „კაშიმა ანტლერსი“ დაამარცხა.

იაპონელებმა, თითქმის პირველი ტაიმის ბოლომდე „რეალს“ თანაბარი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 44-ე წუთზე მარსელოსა და ბეილის კომბინაცია გამოეპარათ და უელსელმა ანგარიში გახსნა.

როცა მეორე ტაიმის დასაწყისში ბეილმა ორი წუთის ინტერვალით კიდევ ორი გაიტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. ბოლოსკენ, „კაშიმას“ ფორვარდმა დოიმ, ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა, რომლის ჩათვლასაც ვიდეორეფერის სისტემის გამოყენება დასჭირდა.

საბოლოოდ, „რეალმა“ 3:1 მოიგო და 22 დეკემბერს, ფინალში საამიროების „ალ-აინს“ შეხვდება. მესამე ადგილისთვის მატჩში „რივერ პლეიტი“ და „კაშიმა ანტლერსი“ ითამაშებენ.

ფინალი 20 საათზე და 30 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე იქნება.