კლოპს „დორტმუნდიდან“ მალენის შეძენა სურს #1TVSPORT
კლოპს „დორტმუნდიდან“ მალენის შეძენა სურს #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდმა, დონიელ მალენმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს, – წერს გერმანული გაზეთი Bild-ი.

წყაროს ცნობით, 24 წლის ნიდერლანდელზე პრეტენზიას აცხადებს „ლივერპული“. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მოხიბლულია სეზონის სტარტზე ფორვარდის თამაშით. თავად „დორტმუნდი“ მზად არის, შეელიოს თავის ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში მალენმა შვიდი მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.