კლოპმა ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრების ძირითად მეკარედ დაასახელა #1TVSPORT

07:34, 16.09.2026

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ეროვნული გუნდის ძირითად გოლკიპერად დაასახელა. „ლივერპულის“ ექსმწვრთნელმა პირადად დაურეკა ფეხბურთელს, რათა მისადმი ნდობა გამოეხატა. ეს ინფორმაცია გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა.

ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობდა. 2025-26 წლების სეზონის მეორე ნაწილი მან იჯარით „ჟირონაში“ გაატარა, მაგრამ ტრავმის გამო მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ ზაფხულს ის იჯარის წესით „აიაქსში“ გადავიდა.

კლოპმა გერმანიის ნაკრები იულიან ნაგელსმანის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა. მისი კონტრაქტი ეროვნულ გუნდთან 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი