კლოპმა შეიძლება „ბარსელონა“ გაწვრთნას – მწვრთნელს კონტაქტი აქვს ლაპორტასთან #1TVSPORT

19:04, 24.12.2023
MANCHESTER, ENGLAND - APRIL 01: Juergen Klopp, Manager of Liverpool, looks on prior to the Premier League match between Manchester City and Liverpool FC at Etihad Stadium on April 01, 2023 in Manchester, England. (Photo by Michael Regan/Getty Images)

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს მერსისაიდული კლუბი და „ბარსელონას“ ჩაუდგეს სათავეში.

გამოცემა Nacional-ის ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს ხშირად აქვს კონტაქტი „ბარსელონას“ პრეზიდენტთან ჟოან ლაპორტასთან. ჩავი, შესაძლოა, დაითხოვონ კატალონური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, კლოპს კი აქვს მწვრთნელის რეპუტაცია, რომელსაც ბრწყინვალედ გამოსდის კრიზისული გუნდების გარდაქმნა.

იურგენ კლოპი 2015 წლიდან მუშაობს „ლივერპულში“ და დაეხმარა გუნდს 1990 წლის შემდეგ პირველი ჩემპიონობის მოპოვებაში, ასევე გუნდი მიიყვანა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამდე. მისი მოქმედი კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი