კლოპმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
კლოპმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უპასუხა შეკითხვას, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი „იუვენტუსის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოსა და „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის შორის.

„ჩემთვის მესი საუკეთესო მოთამაშეა. რონალდო აბსოლუტური პროფესიონალია საქმისადმი დამოკიდებულების მხრივ, მაგრამ არსებობს პატარა მესი, რომელსაც ყველაფერი ასე იოლად გამოსდის. ის მე უფრო მომწონს. მაგრამ რონალდოც ფანტასტიკური მოთამაშეა“, – თქვა კლოპმა.

ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ ექვსგზის მფლობელია, კრიშტიანო რონალდო – ხუთგზის.