კლოპმა „ლივერპულიდან“ ლალანას წასვლის შესახებ გამოაცხადა
კლოპმა „ლივერპულიდან“ ლალანას წასვლის შესახებ გამოაცხადა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ნახევარმცველი ადამ ლალანა გუნდს დატოვებს.

ინგლისის ჩემპიონატის განახლების შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელი მოედანზე არ გასულა, სულ კი ამ სეზონში 15 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.

„გასაგებია, რომ ადამი დატოვებს გუნდს. მართალია, ჯერ არ წასულა, მაგრამ უკვე მენატრება ის ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. ის გამოჩენილი ფეხბურთელია, ერთ-ერთი გავლენიანი მოთამაშე ჩემს კარიერაში ვარჯიშების მხრივ. ის დაუჯერებელი პროფესიონალია.

მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მომავალში. ჩემი აზრით, ლალანა უკვე გახდა ამ გუნდის ლეგენდა და შეუძლია იგივე გააკეთოს სხვა გუნდში“, – თქვა კლოპმა.

ადამ ლალანა 2014 წლის ზაფხულში გადავიდა „საუთჰემპტონიდან“ „ლივერპულში“. სულ მერსისაიდელთა რიგებში 178 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.