კლოპმა კოუტინიო დელ პიეროს შეადარა
კლოპმა კოუტინიო დელ პიეროს შეადარა

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი თვლის, რომ „ბაიერნმა“ ფელიპე კოუტინიოს სახით ძლიერი ფეხბურთელი დაიმატა.

„ბრაზილიელი“ ადრე წითლების რიგებში ასპარეზობდა. „ბაიერნმა“ დომინანტი მოთამაშე დაიმატა, რომელსაც გარდა იმისა, რომ გუნდისთვის სარგებლის მოტანის უნარი აქვს, ასევე მისი საკვანძო მოთამაშე შეუძლია გახდეს. გერმანულ კლუბს კოუტინიო აუცილებლად გამოადგება. „ლივერპულში“ ის თავის საყვარელ ათიანის პოზიციაზე იშვიათად ასპარეზობდა. მას რვიანის და მარცხენა თავდამსხმელის პოზიციებზე თამაშიც შეუძლია. დელ პიეროს შემდეგ, მე ფეხბურთელი არ მინახავს, ვინც საჯარიმოში მარცხნიდან შედის და შემდეგ მახვილი კუთხიდან გააქვს გოლები“, -ციტირებს „კიკერი“ (Kicker) კლოპს.