კლოპმა „დორტმუნდთან“ მარცხზე ისაუბრა
კლოპმა „დორტმუნდთან“ მარცხზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დორტმუნდის „ბოურუსიასთან“ ჩატარებული ამხანაგური მატჩი შეაჯამა, რომელშიც მისი კლუბი ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„იყო ბევრი კარგი მომენტი, მაგრამ გამოჩნდა, რომ მომზადების მხრივ ისინი ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან“, – მოჰყავს გერმანელი სპეციალისტის სიტყვები ლივერპულის ოფიციალურ გვერს. – „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მე ბევრი საინტერესო რამე დავინახე. პირველი გოლი აუტიდან, ხოლო მეორე კუთხურიდან გავუშვით. ხოლო როგორ გაგვიტანეს მესამე გოლი, წესიერად ვერც გავიგე. როცა შემადგენლობაში ბევრი ცვლილებაა, ყოველთვის ორგანიზირების ნაკლებობაა. თუმცაღა ჩვენ ორი ლამაზი გოლი გავიტანეთ, განსაკუთრებით პირველი და საერთოდ მომენტებიც ბევრი შევქმენით“.

შეხვედრა ამერიკის შეერთებუ შტატებში, ინდიანას „ნოტრ-დამ სტედიუმზე“ გაიმართა და მატჩს 40 361 მაყურებელი დაესწრო.