კლოპმა ახალ სეზონში „ლივერპულის“ უპირველეს მიზანზე ისაუბრა
კლოპმა ახალ სეზონში „ლივერპულის“ უპირველეს მიზანზე ისაუბრა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მისი კლუბის უპირველეს მიზანზე ისაუბრა.

წინა სეზონში მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ინგლისის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს.

„რაც უფრო მაღლა იმყოფები, მით უფრო ძნელია შედეგის გაუმჯობესება“, – ციტირებს ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ (L’Équipe) გერმანელს. – „ჩვენ ჯერჯერობით ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. ფეხბურთში წარმატებული სეზონის შემდეგ ყოველთვის ასეა – უნდა ეცადო, ითამაშო იმაზე უკეთ, ვიდრე წინა წელს შეძელი. ჩვენს შემთხვევაში, ეს ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ კლუბის უპირველესი მიზანი უკეთესად ასპარეზობაა“.