კლოპმა 2019/2020 წლების სეზონის პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა
კლოპმა 2019/2020 წლების სეზონის პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონკურენციის შესახებ ისაუბრა.

„მთელი სეზონი „სიტისთან“ სიახლოვეს ყოფნა წელსაც ძალიან კარგი იქნებოდა. უკვე ნათელია, რომ ეს კლუბი კვლავ პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი იქნება. შთამბეჭდავია მათი მიზანდასახულობა და გამარჯვების წყურვილი. მე ვფიქრობ, რომ წინა სეზონზე 98 ქულას ვერც ისინი დააგროვებდნენ და ვერც ჩვენ 97-ს, უდიდესი კონკურენცია რომ არ ყოფილიყო. მთელი სეზონი ერთმანეთის კვალდაკვალ ვიმყოფებოდით და ამან შედეგიც მოიტანა“, – ციტირებს „ტელეგრაფი“ (The Telegraph) კლოპს.

2018/2019 სეზონზე „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ერთი ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ „სიტის“. ამავე სეზონზე კლოპმა კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.