კლოპი ვერნერს ვიდეოკავშირის მეშვეობით ელაპარაკა
კლოპი ვერნერს ვიდეოკავშირის მეშვეობით ელაპარაკა

„ლაიპციგის“ ფორვარდი ტიმო ვერნერი ვიდეოკავშირის მეშვეობით ესაუბრა „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს. გერმანელი სპეციალისტის სურვილია – დაიყოლიოს 25 წლის ფეხბურთელი მერსისაიდელთა რიგებში გადასვლაზე.

ადრე პრესა იტყობინებოდა, რომ ვერნერი წინააღმდეგი არ არის კარიერა ინგლისურ კლუბში გააგრძელოს, რადგან სწორედ კლოპთან მუშაობის სურვილი გააჩნია. თუ „ლივერპულში“ ტრანსფერი არ შედგა, გერმანელი მზად არის მომავალი წლის ზაფხულამდე დარჩეს „ლაიპციგში“.

აღვნიშნავთ, რომ ვერნერის სამსახურით ასევე დაინტერესებულნი არიან „იუვენტუსი“, „ბაიერნი“, „ბარსელონა“ და „ინტერი“.

ამ სეზონში ვერნერმა 38 ოფიციალურად მატჩში 30 გოლი გაიტანა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა „მაინცის“ კარში.