კლოპი ტრაორეს შეძენას გეგმავს
კლოპი ტრაორეს შეძენას გეგმავს

„ვულვერჰემპტონის“ ნახევარმცველი ადამ ტრაორე „ლივერპულის“ ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Mundo Deportivo.

გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელები შეეცდებიან, რომ ესპანელი ვინგერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძინონ.

24 წლის ფეხბურთელით „ლივერპულის“ ლეგენდარული მწვრთნელი, იურგენ კლოპი პირადად არის დაინტერესებული.

აღსანიშნავია, რომ ტრაორეს გუნდში გადმოყვანა „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც სურდა, მაგრამ „ვულვერჰემპტონის“ მესვურებთან მოლაპარაკება ვერ შედგა.