კლოპი ნაბი კეიტას გასხვისებას აპირებს, რომ ტიაგო ალკანტარა შეიძინოს
კლოპი ნაბი კეიტას გასხვისებას აპირებს, რომ ტიაგო ალკანტარა შეიძინოს

ლივერპულელთა გერმანელი თავკაცი, იურგენ კლოპი გეგმავს, რომ ნაბი კეიტა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გაასხვისოს და აღებული თანხა ტიაგო ალკანტარას შეძენას მოახმაროს, – წერს Kicker.

გამოცემის ინფორმაციით, იურგენ კლოპი ნაბი კეიტას თამაშით უკმაყოფილოა და საკუთარ გუნდში ამ ფეხბურთელის ადგილს ვეღარ ხედავს. გერმანელი სპეციალისტი ტიაგო ალკანტარას ტრანსფერით არის დაინტერესებული და შეეცდება, რომ ეს უკანასკნელი გუნდში პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გადმოიყვანოს.

ნაბი კეიტას კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლამდეა ძალაში. 25 წლის ფეხბურთელმა მერსისაიდელთა რიგებში 2019/20 წლების სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.