კლოპი მბაპეს სავარაუდო ტრანსფერზე - ჩვენ ვიცინეთ ამაზე, თუმცა, შესაძლოა, კლუბში ვიღაც სიურპრიზს მიმზადებს! #1TVSPORT
კლოპი მბაპეს სავარაუდო ტრანსფერზე - ჩვენ ვიცინეთ ამაზე, თუმცა, შესაძლოა, კლუბში ვიღაც სიურპრიზს მიმზადებს! #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა იმ ჭორების შესახებ, თითქოს მისი გუნდი დაინტერესებულია „პარი სენ-ჟერმენიდან“ კილიან მბაპეს შეძენით.

„ჩვენ ვიცინეთ ამაზე. შემიძლია ვთქვა, რომ ის მართლაც კარგი ფეხბურთელია. მაგრამ საკითხის ფინანსური მხარე ჩვენ სრულიად არ გვაწყობს.

არ მინდა ამ ისტორიის დანგრევა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, არაფერი ყოფილა. თუმცა, შესაძლოა, ვიღაც კლუბში რაღაცას აკეთებს და სიურპრიზს მიმზადებს! მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა იმ რვა წელიწადში, რაც მე აქ ვმუშაობ. ეს პირველად მოხდება“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები გამოცემა The Athletic-ს.