კლოპი ლივერპულთან კონტრაქტს ხუთ წლამდე გაახანგრძლივებს
კლოპი ლივერპულთან კონტრაქტს ხუთ წლამდე გაახანგრძლივებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უახლოეს პერიოდში უნდა გაახანგრძლივოს კონტრაქტი კლუბთან.

როგორც ინსაიდ ფუტბოლი (Inside Futbol) წერს, მერსისაიდელებმა უკვე შესთავაზეს 51 წლის სპეციალისტს ხელშეკრულება და მისგან პასუხს ელიან.

კლოპის ამჟამინდელი კონტრაქტი ლივერპულთან 2022 წლის ზაფხულამდე არის ძალაში. წყაროს ცნობით, ახალი ხელშეკრულება იმოქმედებს 2024 წლის ზაფხულამდე, ხოლო გერმანელის ხელფასი იქნება წელიწადში 8.5 მილიონი ფუნტი. დღეისთვის, კლოპი წელიწადში შვიდ მილიონს იღებს.

იურგენ კლოპი ლივერპულს 2015 წლიდან ავარჯიშებს.