კლოპი - „ლივერპულში“ ცვლილებების დროა #1TVSPORT
კლოპი - „ლივერპულში“ ცვლილებების დროა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერსისაიდელებისთვის ცვლილებები აუცილებელია.

„მე მომწონს ჩვენი შემადგენლობა. 2021/22 წლების სეზონი ასეთი ხანგრძლივი რომ არ ყოფილიყო ან წინა წლები ასეთი წარმატებული, ცვლილებებს უფრო ადრე გავაკეთებდით. ჩვენ, უბრალოდ, ვერ მოვასწარით ახალი მოთამაშეების მოყვანა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხანგრძლივი წარმატების შემდეგ დადგებოდა გარკვეული კრიზისული პერიოდი.

ახლა „ლივერპულში“ ცვლილებების დროა. ნებისმიერი გუნდის გაუმჯობესება შეიძლება, რაც უნდა კარგი შემადგენლობა ჰყავდეს. რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ვიცით, რომ ცვლილებები გვჭირდება და ამ ზაფხულს აუცილებლად რამე უნდა მოვიმოქმედოთ“, – მიაჩნია „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში „რეალი“ „ლივერპულს“ ესტუმრა და კლოპის შეგირდები 5:2 დაამარცხა.