კლოპი - „ლივერპულის“ ფეხბურთელები საკუთარ ეზოებში ხუთი წლის ბავშვებივით თამაშობენ
კლოპი - „ლივერპულის“ ფეხბურთელები საკუთარ ეზოებში ხუთი წლის ბავშვებივით თამაშობენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, ინგლისის ჩემპიონატი ჯერ კიდევ მარტში შეჩერდა. იურგენ კლოპის თქმით, პრემიერლიგის კლუბები და სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი „ლივერპული“ სეზონის განახლებას მოუთმენლად ელიან.

„ბიჭებს ბევრი სამუშაო აქვთ, ამიტომ ველოდებით, როდის განახლდება სეზონი. როცა ისევ ერთად ვიქნებით, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, – ციტირებს კლოპის სიტყვებს NBC Sports. – ახლა ბიჭები ცდილობენ ფორმა შეინარჩუნონ, მაგრამ საკუთარი სახლების ეზოებში 5-6 წლის ბავშვებივით თამაშობენ. ჩვენ გვინდა, რომ ეს განწყობა მოედანზეც გადმოვიტანოთ“.