კლოპი კილიან მბაპეს მამას დაუკავშირდა და ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება გამოხატა
კლოპი კილიან მბაპეს მამას დაუკავშირდა და ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება გამოხატა

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. როგორც ინგლისურ პრესაში დაიწერა, მერსისაიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პირადად დაუკავშირდა ფეხბურთელის მამას, რათა ფეხბურთელის მიმართ თავისი დაინტერესება გამოეხატა.

„ლივერპული“ განიხილავს მბაპეს სადიო მანეს შემცვლელად. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოხატა კლოპის მიმართ და განაცხადა, რომ გუნდის დასატოვებლად მზად არის. სენეგალელის გადაბირებით მადრიდის „რეალია“ დაინტერესებულია.

პარიზელები 21 წლის მბაპეში 200 მილიონ ევროს ითხოვენ.