კლოპი გაოცებულია, რომ ფირმინო ბრაზილიის ნაკრებში ვერ მოხვდა #1TVSPORT
კლოპი გაოცებულია, რომ ფირმინო ბრაზილიის ნაკრებში ვერ მოხვდა #1TVSPORT

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი გაოცებულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრებში მისი გუნდის თავდამსხმელი რობერტო ფირმინო ვერ მოხვდა.

„სიმართლე გითხრათ, ამ ამბავმა ძალიან გამაკვირვა. რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრები ტალანტებით არის სავსე, მაგრამ ეს სიგიჟეა. ფირმინო შესანიშნავ ფორმაშია და იმედგაცრუებული ვარ, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჯგუფში სერბეთის, კამერუნისა და შვეიცარიის ნაკრებებს შეხვდება.