კლოპი და დაგლიში „ლივერპულის“ 104 წლის გულშემატკივარს შეხვდნენ [ვიდეო]
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი წითლების გულშემატკივარს, ბერნარდ შერიდანს შეხვდა, რომელსაც ამ დღეებში 104 წელი შეუსრულდა. როგორც ლივერპულის ოფიციალური ტვიტერი იტყობინება.
შეხვედრა ინგლისის ჩემპიონატის, „ლივერპული“ „კრისტალ პალასის“ მატჩის შემდეგ (4:3), „ენფილდზე“ გაიმართა. კლოპი შერიდანს გაესაუბრა, ხოლო შემდეგ 104 წლის გულშემატკივარს, წითლების ლეგენდარული თავდამსხმელი კენი დაგლიშიც გამოელაპარაკა.
„104 წლის ხართ? ამდენს გოლფის თამაშის დროსაც ვერ ვაგროვებ“, – იხუმრა ლივერპულელთა თავკაცმა.
The moment 104-year-old Reds fan, Bernard Sheridan, met Jürgen Klopp and Sir Kenny Dalglish after the Palace game.
Happy birthday, Bernard. ❤ pic.twitter.com/YMcAotaDmv
— Liverpool FC (@LFC) January 22, 2019