კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებში „ლივერპულს“ არ ასახელებს
Liverpool manager Jurgen Klopp inspects the pitch before the UEFA Champions League match at the Red Bull Arena, Salzburg.
საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა იურგენ კლოპმა, 2019/2020 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტები დაასახელა.
„ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ტურინის „იუვენტუსია“. იტალიური გრანდი სერია ა-ში შესანიშნავად ასპარეზობს. მათ ყველაზე ღრმა და ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავთ, რაც კი ოდესმე მინახავს. ასევე კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული „ბაიერნი“ და „პსჟ“ არც ესპანური კლუბები „ბარსელონა“ და „რეალი“ უნდა ჩამოვწეროთ“, – განაცხადა კლოპმა.
აღსანიშნავია, რომ გერმანელი სპეციალისტი ფავორიტებს შორის არ ასახელებს თავის გუნდს – ჩემპიონთა ლიგის მომქმედ ჩემპიონ „ლივერპულს“.