კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია
კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა უარყო ხმები იმის შესახებ რომ, ვითომ ინგლისური ტოპ-კლუბები ჩემპიონთა ლიგაზე მეტი რაოდენობის მატჩების ჩატარებაზე თანახმა არიან. მისი აზრით, გუნდებს მთელი წლის განმვლობაში ისედაც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ.

„მე სადღაც ინგლისურ პრესაში წავიკითხე, რომ ინგლისურ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე მეტი მატჩების ჩატარება სურთ,- ციტირებს გერმანელ სპეციალისტს AFP – ამასთან დაკავშირებით მე არანაირი გეგმები არ მაქვს, მე არ ვარ ჩართული ამ ამაბავში. ეს აბსოლუტური სისულელეა“.