კლოპი ალისონის თამაშით აღფრთოვანებულია
კლოპი ალისონის თამაშით აღფრთოვანებულია

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „მონტერეის” წინააღმდეგ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალური შეხვედრა შეაფასა (2:1).

„დღეს ალისონი არაჩვეულებრივი იყო. მან კლუბი ბევრ გადამწყვეტ მომენტში გადაარჩინა. ძალიან რთული მატჩი, ლამაზი გოლები, მოედანზე საუკეთესო ატმოსფერო – ესაა ნამდვილი ფეხბურთი. წინ ფინალი გველის და ვნახოთ რა გამოგვივა“, – განაცხადა კლოპმა.

შეგახსენბთ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ლივერპული“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდება.