კლივლენდმა აიზია ტომასი „ლეიკერსში“ გაუშვა
კლივლენდმა აიზია ტომასი „ლეიკერსში“ გაუშვა

კლივლენდ „კავალიერსმააიზია ტომასი, ლოს ანჯელესლეიკერსს“ დაუთმო. სანაცვლოდ, შარშენდელმა ვიცე-ჩემპიონებმა ჯორდან კლარკსონი და ლარი ნენსი მიიღეს.

პლუს ამას, კავალერებმა მომავალი დრაფტ პიკის პირველი რაუნდი და ჩენინგ ფრაი დათმეს.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს, აიზია ტომასი ტაირონ ლიუს გუნდმა,ბოსტონ „სელტიქსიდან“ გადაიყვანა და ერთ-ერთი ლიდერი, კაირი ირვინგი ბოსტონში გაუშვა.

ტომასი კლივლენდის შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ, 2 იანვარს დაბრუნდა და საშუალოდ ერთ შეხვედრაში, 14,7 ქულას და 4,5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.