კლივლენდის ზედიზედ მე-9-ე გამარჯვება. მინესოტამ საშინაო მარცხი განიცადა
კლივლენდის ზედიზედ მე-9-ე გამარჯვება. მინესოტამ საშინაო მარცხი განიცადა

დღეს გამთენიისას, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარულის სეზონის 5 მატჩი გაიმართა. ბოლო პერიოდში, საგრძნობლად მოუმატა კლივლენდ „კავალიერსმა“. შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონებმა, საკუთარ „ქიქენ ლოანს არენაზე“ მაიამი „ჰიტს“ უმასპინძლეს და ანგარიშით 108-97 დაამარცხეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, კევინ ლავმა. კლივლენდის კალათბურთელმა, 38 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე, მორიგი ორმაგი დუბლია. „მეფემ“ 21 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა. ეს გამარჯვება ტაირონ ლიუს გუნდისთვის, ზედიზედ მე-9-ე გამოდგა. „კავალიერსი“ აღმოსვავლეთ კონფერენციაში, მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ატლანტა „ჰოქსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

არასტაბილურ თამაშს განაგრძობს მინესოტა „ტიმბერვულფსი“. მინიაპოლისელებმა, საკუთარ „თარგეთ ცენტრში“ ჯონ უოლის გარაშე მოასპარეზე, ვაშინგტონ „უიზარდსთან“ 89-92 წააგეს. შეხვედრის ბედი, ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც სტუმართა ფორვარდმა, ოტო პორტერმა, ფარქვეშე შევლით, ორქულიანი ჩააგდო და მეტოქეს ჯარიმაც მიაღებინა. პორტერმა, საბოლოო ჯამში 22 ქულა მოაგროვა და მატჩის სუკეთესო მოთამაშე გახდა. მასპინძლეთა შორის, 20 ქულით და 17 მოხსნით, კარლ ენტონი თაუნსი გამოირჩა. ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა:

იუტა-დენვერი 106-77
საკრამენტო-მილუოკი 87-112
ჩიკაგო-ფინიქსი 99-104