„კლივლენდის“ მფლობელი საავადმყოფოდან გამოწერეს 
„კლივლენდის“ მფლობელი საავადმყოფოდან გამოწერეს 

„კლივლენდის“ მფლობელი დენ გილბერტი, რომელიც ასევე „კავალიერსის“ მშობლიური არენის „ქუიქენ ლოანს არენას“ დამაარსებელია, რამდენიმე დღის წინ ინსულტის გამო დეტროიტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

57 წლის გილბერტს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და როგორც „დეტროიტ ნიუსი“ (Detroit News) იუწყება, ის უკვე საავადმყოფოდანაც გაწერეს. მილიარდერი სწორედ დეტროიტიდანაა და ამიტომ იმყოფებოდა მიჩიგანის შტატში. დენ გილბერტი „კლივლენდ კავალიერსის“ მფლობელი 2005 წლიდან არის.