კლივლენდ "კავალიერსმა" დიდი სხვაობით, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო
კლივლენდ "კავალიერსმა" დიდი სხვაობით, ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

არადამაჯერებელ თამაშს განაგრძობს, NBA-ს გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი, კლივლენდ კავალიერსი. ტაირონ ლიუს გუნდი, აღმოსავლეთ კონფერენციის ერთერთ მთავარ კონკურენტთან, ტორონტო “რეპტორზთან” 99-133 განადგურდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე, კლივლენდელებმა, მინესოტასთან 99-127 წააგეს. ტორონტოს “ეირ კანადა ცენტრში” ჩატარებულ მატჩს რაც შეეხება, ის მასპინძელთა სრული დომინაციით აღინიშნა.

კანადურმა კლუბმა, მეტოქე, თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა. აღსანიშნავია, რომ “რეპტორზმა” ორი ლიდერის, კაილ ლოურის და სერჟ იბაკას გარეშე ითამაშა, თუმცა “კავალიერის” განადგურება მაინც არ გასჭირვებია. კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ფრედ ვანვლეეტმა. 23 წლის კალათბურთელმა 24 წუთში, 22 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 16-16 ქულა გააკეთეს პასკალ სიაკამმა და სი ჯეი მაილსმა. კლივლენდში, 26 ქულა ლებრონს ჯეიმსმამიითვალა აქტივში.

ამ შედეგის შემდეგ, ტორონტომ, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მეორე ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცა. დუეინ კეისის გუნდი, მხოლოდ ბოსტონ “სელტიქსს” ჩამორჩება.

გუშინ გამართული სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფილადელფია-ბოსტონი 103-114
ლეიკერსი-სან ანტონიო 93-81
საკრამენტო-კლიპერსი 115-121