„კლიპერსმა“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ „კლიპერსმა“ „მილუოკის“ უმასპინძლა და პირველი მეოთხედის 12 ქულიანი სხვაობით წაგების მიუხედავად შეხვედრა საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო (129-105).
„კლიპერსმა“ მეორე პერიოდი აქტიურად დაიწყო და იმდენი მოახერხა, რომ დიდ შესვენებაზე 2 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში ტაირონ ლუს გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.
„კლიპერსის“ რიგებში 20-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი ასცდა. 25 ქულა მიითვალა მარკუს მორისმა. 23 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი იყო კავაი ლეონარდის ანგარიშზე. 21 ქულით დაასრულა მატჩი ლიუკ კენარდმა. 20 ქულა დააგროვა რეჯი ჯექსონმა.
მილუოკელთა შორის 32 ქულა ჰქონდა იანის ანტეტოკუნმპოს. 24 ქულა მიითვალა ჯრუ ჰოლიდეიმ.
„კლიპერსი“ 32 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. ასევე მესამე პოზიციას იკავებს „მილუოკი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში (29 მოგება, 17 მარცხი).
ვაშინგტონი – ინდიანა 132:124
https://youtu.be/UfGFLman3J0
ბოსტონი – ნიუ ორლეანი 109:115
https://youtu.be/rSYnoOHqBKE
ბრუკლინი – მინესოტა 112:107
https://youtu.be/3p8b5NsS5iI
ნიუ იორკი – მაიამი 88:98
https://youtu.be/lP3heTyGOxw
დეტროიტი – ტორონტო 118:104
https://youtu.be/Vu7smsOZj3M
ჰიუსტონი – მემფისი 110:120
https://youtu.be/O9PKoQ47Id0
ოკლაჰომა – დალასი 106:127
https://youtu.be/L7XwDzKJOYs
სან ანტონიო – საკრამენტო 115:132
https://youtu.be/UBAX-SwuSvo
იუტა – კლივლენდი 114:75
https://youtu.be/v724JU9i2mI
გოლდენ სტეიტი – ჩიკაგო 116:102
https://youtu.be/LIVcdX0M1vs