„კლიპერსმა“ რეგულარულში რიგით 31-ე მატჩი მოიგო (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე დღეს ერთადერთი შეხვედრა გაიმართა. „დალასმა” საკუთარ არენაზე „კლიპერსს” უმასპინძლა და სამი ქულის სხვაობით 107-110 დამარცხდა.

დოკ რივერსის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე პერიოდში მოიპოვა (25-36). ლოს ანჯელესებს შორის საუკეთესო კავაი ლეონარდი გამოდგა (36 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა, 2 ბლოკი). 18 ქულა დააგროვა ლენდრი შამეტმა.

„მავერიკსის” რიგებში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა. ახალგაზრდა სლოვენიელმა 36 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. სამმაგ დუბლამდე მას ერთი პასი დააკლდა.

დოკ რივერსის გუნდმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „ლეიკერსთან” სხვაობა სამ მოგებამდე შეამცირა.