„კლიპერსმა“ „მაიამის“ უშანსოდ მოუგო, ჯიმი ბატლერმა ტრავმა მიიღო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მირიგი შეხვედრები გაიმართა. რიგით 36-ე გამარჯვება იზეიმა ლოს ანჯელეს „კლიპერსმა”. დოკ რივერსის გუნდმა „სტეიპლს ცენტრში” „მაიამის” უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (128-111).

„კლიპერსს” 23 ქულითა და 10 პასით პოლ ჯორჯმა ულიდერა. ასევე 23 ქულა დააგროვა ლენდრი შამეტმა. კავაი ლეონარდმა 14 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი დააგროვა.

ფლორიდელთა შორის ყველაზე შედეგიანი 25 ქულითა და 9 მოხსნით დერიკ ჯონსი გამოდგა. 22 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ბამ ადებაიომ.

მესამე პერიოდში მხრის ტრავმა მიიღო ჯიმი ბატლერმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო დასჭირდება „მაიამის” ერთ-ერთ ლიდერს მოედანზე დასაბრუნებლად.

დეტროიტი – ფინიქსი 116-108

ბოსტონი – ორლანდო 116-100

ბრუკლინი – გოლდენ სტეიტი 129-88

ტორონტო – ინდიანა 119-118

მინესოტა – ატლანტა 120-127

ოკლაჰომა – კლივლენდი 109-103

დალასი – მემფისი

იუტა – დენვერი 95-98