„კლიპერსმა“ „ლეიკერსი“ პოლ ჯორჯის გარეშე დაამარცხა (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სტარტი აიღო 2019-20 წლების რეგულარულმა სეზონმა. დღეს მხოლოდ ორი შეხვედრა გაიმართა. ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ „კლიპერსი“ „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და 10-ქულიანი სხვაობით, 112-102 დაამარცხა.

ნომინალურ მასპინძლებს შორის საუკეთესო კავაი ლეონარდი იყო, რომელმაც 30 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 21 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუ ვილიამსმა. „ლეიკერსის“ რიგებში საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 18 ქულა 9 მოხსნა და 8 პასია. 28 ქულა იყო დენი გრინის ანგარიშზე. უნდა აღინიშნოს, რომ „კლიპერსს“ ტარვმის გამო პოლ ჯორჯი აკლდა. „ლეიკერსს“ კი კაელ კუზმა ვერ ეხმარებოდა.

დღესვე ტორონტომ ოვერტაიმიან მატჩში ნიუ ორლეანი 130-122 დაამარცხა.