„კლიპერსმა“ კავაი ლეონარდი „ტორონტოში“ გაუშვა #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ მსუბუქი ფორვარდი კავაი ლეონარდი „ტორონტო რეპტორზს“ გაუცვალა, – დაწერა სოციალურ ქსელში ცნობილმა ინსაიდერმა, შემს ჩარანიამ.
სანაცვლოდ „კლიპერსი“ მიიღებს ფორვარდ ბრენდონ ინგრემს, მცველ გრეიდი დიკსა და დრაფტზე რამდენიმე არჩევანს.
ლეონარდი უკვე თამაშობდა „ტორონტოში“ 2018-19 წლების სეზონში და გუნდი მიიყვანა NBA-ს პირველ ტიტულამდე, რის შემდეგაც „კლიპერსში“ გადავიდა.