„კლიპერსი“ კავაის გადმოსაბირებლად აქტიურად იბრძვის
„კლიპერსი“ კავაის გადმოსაბირებლად აქტიურად იბრძვის

ამერიკული მედია აქტიურად საუბრობს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ დიდ ინტერესზე, რომელსაც ის კავაი ლეონარდის გადაბირებასთან დაკავშირებით იჩენს.

როგორც ცნობილია, ლოს-ანჯელესური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს „სან-ანტონიოს“ ყოფილი და „ტორონტო რეპტორსის“ ამჟამინდელი ვარსკვლავის ტრანსფერის ზამთარში განსახორციელებლად. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად აქვს თავად კალათბურთელს „კლიპერსში“ ან რომელიმე სხვა გუნდში გადასვლის სურვილი.