„კლიპერს“-ს ახალი არენა ექნება
„კლიპერს“-ს ახალი არენა ექნება

ლოს ანჯელესის ორ საკალათბურთო გუნდს „ლეიკერს“-ს და „კლიპერს“-ს თამაშების ჩატარება ერთ არენაზე, „სტეიპლს ცენტრში“ უწევთ.

„კლიპერსის“ ხელმძღვანელობა რამდენიმე წელია მუშაობს იმაზე, რომ გუნდს საკუთარი ახალი არენა ჰქონდეს. როგორც ჩანს, სულ მალე „კლიპერსი“ თამაშებს „სტეიპლს ცენტრში“ აღარ გამართავს. “ი ეს პი ენ”-ის (ESPN) ჟურნალისტის ომ იანგმისუკის ინფორმაციით, გუნდის მფლობელმა სტივ ბალმერმა გადაწყვიტა თავად განახორციელოს ინვესტიცია.

როგორც ირკვევა ბალმერი ახალი არენის მშენებლობისთვის $100 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოყოფს.