კლინსმანმა „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
კლინსმანმა „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ბერლინის „ჰერტას“ პრესსამსახურმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იურგენ კლინსმანის წასვლის შესახებ გამოაცხადა.

დედაქალაქური კლუბის დამრიგებლის მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრ ნური დაინიშნა, რომელიც მანამდე კლინსმანის ასისტენტად მუშაობდა.

კლინსმანმა ბერლინური კლუბი 2019 წლის 27 ნოემბერს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, „ჰერტამ” სამი მატჩი მოიგო, სამჯერ ფრედ ითამაშა და ოთხჯერ წააგო. აღვნიშნავთ, რომ 55 წლის სპეციალისტი, აგრეთვე, კლუბის დამკვირვებელთა საბჭოს წევრია.

ამ მომენტისთვის, „ჰერტა“ ბუნდესლიგის ცხრილში 23 ქულით მე-14 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას გუნდი 15 თებერვალს, სტუმრად „პადერბორნის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.