კლინსმანმა ავსტრალიის გაწვრთნა მოისურვა
კლინსმანმა ავსტრალიის გაწვრთნა მოისურვა

გერმანელმა სპეციალისტმა იურგენ კლინსმანმა შესაძლოა, ავსტრალიის ნაკრები ჩაიბაროს, – წერს წამყვანი გერმანული სპორტული გამოცემა Kicker.

აღნიშნავენ, რომ ლეგენდარულმა ფორვარდმა პირადად შესთავაზა საკუთარი კანდიდატურა ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციას. ამასთან, კონტრაქტის გაფორმებას შესაძლოა, ხელი შეუშალოს კლინსმანის სერიოზულმა ფინანსურმა მოთხოვნებმა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრებმა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ანგე პოსტეკოგლუს ხელმძღვანელობით მოიპოვა, რომელმაც მოულოდნელად მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოისურვა. ამ მომენტისთვის, ავსტრალია მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.
პირველ დეკემბერს ჩატარებული წილისყრის შედეგად, ავსტრალია საფრანგეთთან, პერუსთან და დანიასთან ერთ ჯგუფში მოხვდა.