კლინსმანი „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელი გახდა
კლინსმანი „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ბერლინის „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლინსმანი გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ანტე ჩოვიჩი შეცვალა.

კლინსმანის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში და ბერლინელები იმედოვნებენ, რომ 55 წლის სპეციალისტი მათი გუნდის არასახარბიელო მდგომარეობას გამოასწორებს.

დღევანდელი მდგომარეობით კი „ჰერტა“ გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა, რაც, რა თქმა უნდა ბერლინური კლუბის ხელმძღვანელობის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ სახელგანთქმული ვეტერანი ფეხბურთელი გამოცდილი მწვრთნელია. კლინსმანი სხვადასხვა დროს მიუნხენის „ბაიერნს“, აგრეთვე გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდა.

მწვრთნელის რანგში კლინსმანმა სულ 176 მატჩი ჩაატრა და 101 გამარჯვება იზეიმა.