კლეი ტომპსონი ორაკლ არენაზე მისულ გულშემატკივარს უფრო აქტიურ ქომაგობას სთხოვს
კლეი ტომპსონი ორაკლ არენაზე მისულ გულშემატკივარს უფრო აქტიურ ქომაგობას სთხოვს

მიუხედავად იმისა, რომ გოლდენ სტეიტი 45 მოგებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია, გუნდი საკუთარი იდეალური ფორმისგან შორსაა.

რეგულარულის უკანასკნელ ტურში მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ არენაზე აუტსადერ ფინიქსთან წააგო (111-115). მატჩის შემდგომ კლეი ტომპსონმა მედიასთან საუბრისას კრიტიკა არ დაიშურა ორაკლ არენაზე მისული გულშემატკივრების მიმართ.

კლეის განცხადებით, მას ფანებისგან მეტი ენერგია სჭირდება. განსაკუთრებით კი ისეთ მატჩებში, როგორიც სანთან წაგებული შეხვედრა იყო. გოლდენ სტეიტმა მიმდინარე სეზონზე ორაკლ არენაზე უკვე 10 დაპირისპირება დათმო.