კლეი ტომპსონი – დრეიკის სიმღერებს ვუსმენ, თუმცა როგორც გულშემატკივარი, არ მომწონს (ვიდეო)

13:37, 30.05.2019

სუპერფინალის პირველ მატჩამდე 16 საათზე ნაკლები რჩება. „ტორონტო“ და „გოლდენ სტეიტი“ სერიისთვის აქტიურად ემზადებიან. „ვორიორზის“ გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონის წევრი კლეი ტომპსონი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კლეის საკმაოდ სახალისო შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშრებით, მოუსმენდა თუ არა ის დრეიკის სიმღერებს. რაზეც კლეიმ უპასუხა, რომ დრეიკი, როგორც „ტორონტოს“ გულშემატკივარი, არ უყვარს, თუმცა მის ზოგიერთ სიმღერას მოუსმენს.

მსგავსი