კლდეზე ცოცვაში ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა (ვიდეო)

12:30, 22.10.2019

ინდონეზიელმა სპორტსმენმა, არიეს სუსანტიმ კლდეზე ცოცვაში ახალი რეკორდი დაამყარა,  გავრცელებულმა ვიდეომ კი მთელი მსოფლიო მოიარა.

ინდონეზიელი გოგონა 15-მეტრიან კედელზე 7 წამზე ნაკლებ დროში ავიდა, გინესის რეკორდსმენი გახდა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

სოციალურ ქსელებში ახალი რეკორდის ამსახველი ვიდეო ელვის სისწრაფით გავრცელდა.

„ასე სწრაფად ლოგინიდანაც კი ვერ წამოვდგები“;  „ადამიანი-ობობა აღმოვაჩინეთ, ის მართლა არსებობს!“; „ამ გოგონას არაბუნებრივი, არაადამიანური სისწრაფე აქვს“, – წერენ სოციალურ ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ კლდეზე ცოცვა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სახეობებს შორისაა.

მსგავსი