კლაუდიო რანიერიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა #1TVSPORT
„რომას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ უარი განუცხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე, – დაწერა გამოცემა Tuttossport-მა.
აღნიშნავენ, რომ, ამ უარის მიუხედავად, ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა შეეცდება, შეაცვლევინოს გადაწყვეტილება 73 წლის სპეციალისტს. ფედერაციისთვის ალტერნატიულ კანდიდატურას წარმოადგენს „მილანის“ ყოფილი თავკაცი სტეფანო პიოლი.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს ლუჩანო სპალეტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „სკუადრა აძურამ“ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 0:3 წააგო ნორვეგიასთან.
რანიერი 2024-25 წლების სეზონში „რომას“ ავარჯიშებდა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.