კლაუდიო რანიერი სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს #1TVSPORT
კლაუდიო რანიერი სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს #1TVSPORT

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ გამოაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას.

73 წლის იტალიელი სპეციალისტი „რომას“ 2024 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებს.

„კლუბი დაიწყებს ახალი მწვრთნელის ძიებას, რომელიც შეძლებს გუნდი გაიყვანოს იტალიური და ევროპული ფეხბურთის ელიტაში. სეზონის შემდეგ დავასრულებ სამწვრთნელო მუშაობას. მოვიდა დრო ვთქვა „საკმარისია“, – მოჰყავს რანიერის სიტყვები Rai Sport-ს.

სამწვრთნელო კარიერის სხვადასხვა ეტაპზე იტალიელი მუშაობდა „ჩელსიში“, „ფიორენტინაში“, „პარმაში“, „ნაპოლიში“, „ვალენსიაში“, „იუვენტუსში“, „ლესტერში“, „ფულჰემში“, „მონაკოში“, „ინტერში“, „ატლეტიკოში“ და ა. შ.

2016 წელს რანიერი ფიფას ვერსიით წლის მწვრთნელად აღიარეს. იმავე წელს ის იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.