„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინელი ფორვარდი კლაუდიო ეჩევერი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა. ამის შესახებ დაწერა გერმანელმა ჟურნალისტმა, ფლორიან პლეტენბერგმა.
გარიგება ერთწლიანია და არ ითვალისწინებს გამოსყიდვის ოპციას. 19 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გაივლის სამედიცინო შემოწმებას.
ეჩევერი ამა წლის თებერვალში გადავიდა „რივერ პლეიტიდან“ „მანჩესტერ სიტიში“.