კლათბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან დამარცხდა #1TVSPORT
კლათბურთი | საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან დამარცხდა #1TVSPORT

დასასრულს უახლოვდება სომხეთში მიმდინარე საკალათბურთო B დივიზიონის მატჩები ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი დანიასთან გამართა და 74:85 დამარცხდა.

ჯგუფიდან მეოთხედფინალში ექვსიდან ორი გუნდი გადის. კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბოლო ორ ტურში ორი გამარჯვება სჭირდებოდა. ქართველმა ახალგაზრდებმა დანიასთან ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკეთ სკანდინავიელები  გაისარჯნენ და დამსახურებულადაც მოიგეს.

ყველა კომპონენტში თითქმის თანაბარი სტსტისტიკა დაფიქსირდა გარდა ერთისა: დანიამ 26-დან 8 სამიანი ჩააგდო, საქართველომ 16-დან – 2.

ჩვენს გუნდში ყველაზე მეტი, 23 ქულა ლუკა ლომთაძემ მოაგროვა, დანიაში კი უგბემუდია უაგბოე გამოირჩა – 21 ქულა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩს 16 ივლისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.